2 622 ახალი შემთხვევა და 28 გარდაცვლილი | კორონავირუსის 8 იანვრის სტატისტიკა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 622 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 28 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1126 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  9.52%.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 539 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 309 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 230 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.01% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.65%.