Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 36 840 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 661 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა კიდევ 30 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.22%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.70% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.16%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 274 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 597 654.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 192 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 661 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 803 შემთხვევა
- აჭარა – 105
- იმერეთი – 559
- ქვემო ქართლი – 158
- შიდა ქართლი – 116
- გურია – 53
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 293
- კახეთი – 420
- მცხეთა-მთიანეთი – 58
- სამცხე-ჯავახეთი – 60
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 21 847 საიდანაც: 4 201 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 425, აჭარაში – 365, იმერეთში – 979. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 970 პირი, მათ შორის, თბილისში – 335, აჭარაში – 87, იმერეთში – 312.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი, მათგან თბილისში – 138, აჭარაში – 25, იმერეთში – 28. 660 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 327 – თბილისში, 185 – აჭარაში. 16 986 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.