2 712 ახალი შემთხვევა და 25 გარდაცვლილი | კორონავირუსის 30 ივლისის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 39 126  ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 712 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 088   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  6.93%

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 39 126 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 775 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 351 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  416 338-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.93%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.59% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.09 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 561 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 381 246-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 793 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  2 712 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 243 შემთხვევა
  • აჭარა – 419
  • იმერეთი – 273
  • ქვემო ქართლი – 149
  • შიდა ქართლი – 102
  • გურია – 71
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 142
  • კახეთი – 175
  • მცხეთა-მთიანეთი -75
  • სამცხე-ჯავახეთი – 43
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 273 საიდანაც 5 547 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 880, აჭარაში – 557, იმერეთში – 773.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 076 პირი, მათ შორის, თბილისში – 505, აჭარაში – 91, იმერეთში -248. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 226 პირი, მათგან თბილისში – 162, აჭარაში – 4, იმერეთში – 18

1 963 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 048 – თბილისში, 605- აჭარაში.

21 763   პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 46, ხოლო აჭარაში – 8.

სულ  6 ოქტომბრიდან – 29 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 982 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 035 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 523, პირი, აჭარაში – 3 833, იმერეთში – 2 205.