2 739 ახალი შემთხვევა, 52 გარდაცვლილი | კორონავირუსის 22 დეკემბრის სტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 072 პირი, გარდაიცვალა 52 პაციენტი. ჩატარდა 45 153 ტესტი, მათ შორის 28 160 ანტიგენის და 16 993 PCR.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.07%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.58% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.19%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 739 ახალი შემთხვევიდან: 

თბილისში გამოვლენილია 1 246 შემთხვევა, აჭარა – 204, იმერეთი – 437, ქვემო ქართლი – 120, შიდა ქართლი – 174, გურია – 99, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 184, კახეთი -147, მცხეთა-მთიანეთი -66, სამცხე-ჯავახეთი – 50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 819 საიდანაც: 5 488 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 350 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 313 პირი, 1 001 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.