Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 41 684 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 712 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 972 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 796 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 413 626-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.71 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.73 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.0 %.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 088 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 379 685-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 768 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 796 ახალი შემთხვევები რეგიონებზე ასე ნაწილდება:
- თბილისი – 1 359 შემთხვევა
- აჭარა – 413
- იმერეთი – 263
- ქვემო ქართლი – 152
- შიდა ქართლი – 120
- გურია – 71
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 108
- კახეთი – 178
- მცხეთა-მთიანეთი -58
- სამცხე-ჯავახეთი – 57
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური 28 147 შემთხვევაა, საიდანაც: 5 427 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან თბილისის საავადმყოფოებში – 2 841, აჭარაში – 556, იმერეთში – 771.
ამ ეტაპზე 1 053 მძიმე პაციენტია, რომელთაგან თბილისშია – 493, აჭარაში – 82, იმერეთში -246. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 216 პაციენტი, მათგან თბილისში – 163, აჭარაში – 5, იმერეთში – 16. 1 811 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, რომელთაგან 966 – თბილისშია, 530- აჭარაში. 20 909 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი: თბილისში – 50, ხოლო აჭარაში – 8.
სულ 6 ოქტომბრიდან – 28 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 24 978 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 283 ადამიანი: თბილისში – 6 523, აჭარაში – 3 539, იმერეთში – 2 110.