2-9 მარტის პერიოდში რუსთაველზე და პარლამენტში ჟურნალისტებისთვის ხელშეშლის 15 შემთხვევა დაფიქსირდა - მედიაომბუდსმენი

პუბლიკა

მედიაომბუდსმენის განცხადებით, 2-9 მარტს, ჯამში, დაფიქსირდა ჟურნალისტებისთვის ხელშეშლის 15 შემთხვევა და დაირღვა მედიის 21 წარმომადგენლის უფლება.

მედიაომბუდსმენის განცხადებით,  ე.წ. აგენტებზე კანონპროექტის განხილვის და მის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე მომუშავე და დაზარალებულ დაზარალებულ ჟურნალისტებს და ოპერატორებს იცავს, ამ დროისათვის გამოკითხულია 18 ჟურნალისტი.

„აქედან, 8 მათგანს მიენიჭა სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი. მედიის წარმომადგენელთა გამოკითხვა და დანაშაულების შესახებ ინფორმაციის დაზუსტება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს“, – აცხადებს მედიაომბუდსმენი.

8-9 მარტის ღამეს პოლიციამ ხელი შეუშალა და დაარტყა „პუბლიკის” ჟურნალისტებს – ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ბასტი მგალობლიშვილსაც. ჟურნალისტები რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების დაკავების პროცესს იღებდნენ.

სამართალდამცველებმა მათ ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების საშუალება არ მისცეს, ხელი დაატყეს და ძალით გამოყენებით დაატოვებინეს ტერიტორია.