2 აგვისტო | 1 655 ახალი შემთხვევა, 23 გარდაცვლილი

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 661 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 655 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 23 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2 286 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.01 %.

1 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.01 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.08 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.68 %.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 876 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 286 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 386 998-მდე.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 423 843-ს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 655 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 701 შემთხვევა, აჭარა – 392, იმერეთი – 130, ქვემო ქართლი – 85, შიდა ქართლი – 50, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 101, კახეთი – 87, მცხეთა-მთიანეთი -29, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.