2 ახალი შემთხვევიდან ერთი ინფიცირებულის კონტაქტია, მე-2 საკარანტინო სივრციდანაა - ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 2 ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია.

„ერთი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და მეორე არის საკარანტინო სივრციდან“, – თქვა მარინა ეზუგბაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 35 პაციენტი მკურნალობს. აქედან 3-ის მდგომარეობა მძიმეა. „კლინიკურად მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ლაბორატორიულიც მიჰყვება. მაგრამ რადიოლოგიური მონაცემებით ჯერ არ გვაქვს გაუმჯობესება. განსაკუთრებით ერთ პაციენტთან, რომელიც იყო კრიტიკული და არის დიდი ასაკის პაციენტი. აქედან გამომდინარე, ჯერ პროგნოზზე ვერ ვილაპარაკებთ, თუმცა სტაბილური მდგომარეობაა“, – თქვა ეზუგბაიამ.

კორონავირუსის დადასტუსტურებული შემთხვევების რაოდენობა 2-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 13-ით. შესაბამისად, ქვეყანაში ამ დროისთვის სულ 730 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 522 პაციენტი.