ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 3 288 ტესტი და გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 342 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 981 პირი, გარდაიცვალა 44 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 342 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 183 შემთხვევა;
- აჭარა – 20;
- იმერეთი – 42;
- ქვემო ქართლი – 17;
- შიდა ქართლი – 7;
- გურია – 4;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 30;
- კახეთი – 28;
- მცხეთა-მთიანეთი – 6;
- სამცხე-ჯავახეთი – 5;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 181, საიდანაც, 4 320 დამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 912 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 პირი. 3 004 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 876 ადამიანი.