2 ივლისიდან ლარნაკა-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები შესრულდება

პუბლიკა

საქართველოს მიმართულებით 2 ივლისიდან ახალი ავიაკომპანია Cyprus Airways იფრენს, – ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს.

სააგენტოს ცნობით, ლარნაკა – თბილისი – ლარნაკას საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისები კვირაში სამჯერ შესრულდება.

„ავიარეისები განხორციელდება ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და კვირას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Cyprus Airways-ს აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 21 ივნისს მიანიჭა“, – წერია სააგენტოს განცხადებაში.