2 კვირაში მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა - პრემიერი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით 2 კვირაში ქვეყანაში მილიონი დოზა კოვიდვაქცინა შემოვა.

ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან მოიხსნება მხოლოდ ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება, ხოლო 1 ივლისიდან მოიხსნება გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ორგანიზაციებიდან სულ მცირე მილიონ დოზა ვაქცინას მივიღებთ და ქვეყანა მასობრივ ვაქცინაციაზე გადავა, დაახლოებით, დღეშო 20 ათას აცრაზე.