საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, შრომის ინსპექციის, შემოსავლების სამსახურის, სურსათის ეროვნული სააგენტოს და მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურების ერთობლივი ძალისხმევით, 26-27 დეკემბრის მონაცემებით, სულ განხორციელდა 2 779 აქტივობა.
„20 ობიექტის შემთხვევაში განხორციელდა მათი საქმიანობის დეტალური შემოწმება, თუმცა დარღვევები არ გამოვლენილა. 843 ობიექტზე პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე გაიცა ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება.
2 ობიექტი დაჯარიმდა არანებადართული საქმიანობის განხორციელების საფუძვლით. ფიზიკური პირები ახორციელებდნენ არანებადართულ სოციალური ღონისძიებას.
69 ობიექტის გადამოწმებისას კი დადგინდა, რომ ისინი საქმიანობას პროტოკოლის სრული დაცვით ახორციელებდნენ”, – აღნიშნულია განცხადებაში.