2 პაციენტის განმეორებითი ტესტი უარყოფითია - ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ორი პაციენტის განმეორებითი ტესტიუარყიფითი იყო და ისინი გაეწერნენ ცენტრიდან.

„მინდა დავიწყო სასიამოვნო ინფორმაციით, გუშინ გითხარით რომ მონიტორიგნს ვაწარმოებდით პირველი ეტაპის პაციენტებზე და ორზე არის უარყოფითი გამეორებითი ტესტი. ერთმა დატოვა უკვე ცენტრი, მეორეც დატოვებს დღეს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა და სამმა პაციებტა დატოვა ცენტრი, “- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მან 5 ახალ შემთხვევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათგან 2 იმყოფება ინფექციურ საავამდყოფოში.

„ერი არის ახალი წყაროდან, უკვე აზრი არ აქვს რომელ ქვეყანაზე ვისაუბრებთ, ევროპიდანაა, მეორე არის ბავშვი და ჩვენთან მყოფი პაციენტის კონტაქტია. მისი ზოგადი მდგომარეობა არ არის მძიმე, “- ამბობს მარინა ეზუგბაია.

მისი თქმით, ცენტრში ისევ 32 პაციენტია, რადგან 2 გაეწერა და 2 ახალი დაემატა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი 54-მდე გაიზარდა.