2 პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე - თენგიზ ცერცვაძე

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს დორექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციურში ამჟამად სულ წევს 46 ავადმყოფი, მათგან 30 კორონავირუსული ინფექციით.  ხოლო  7 პაციენტი კორონავირუსული ინფექციით ქვეყნის სხვადასხვა კლინიკაშია.

„ამ დროისთვის საქართველოში არის 38 დადასტურებული შემთხვევა, აქედან ერთი გაწერილია. 37-დან 2 პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე. რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა არის პრობლემური, რადგან მათ აქვთ ასაკი და ასევე აქვთ თანხმლები დაავადებები, როგორიცაა მაღალი არტერიული წნევა, ან გულის უკმარისობა. პნევმონია აქვს 11 ავადმყოფს. რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, მათი ვისაც პნევმონია აქვს და დანარჩენების კი მსუბუქი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ცერცვაძის თქმით, მესამე პაციენტის მდგომარეობა გამოჯანმრთელებისკენ მიდის და განმეორებითი ანალიზი გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში.

მან ასევე აღნიშნა, რომ არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ შექმნილ ვებგვერდის stopcov.ge,-ის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 1344 ადამიანი იმყოფება.  ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 216.