ორი პირი, რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშაულებას, დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ამის შესახებ „პუბლიკას” შსს-ში განუცხადეს.
უწყებაში ამბობენ, რომ ერთ-ერთი მათგანი მართავდა სატრანპორტო საშუალებას. შესაბამისად სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილია საჯარიმოზე.
თუ რა გადაჰქონდა დაკავებულ პირებს, შსს-ში არ აკონკრეტებენ.
„პოლიცია არ გვაძლევს საშუალებას, შევიტანოთ პარლამენტთან აპარატურა და მოვემზადოთ აქციისთვის”, – ამის შესახებ მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში” facebook-გვერდზე წერს.
მათი თქმით, მანქანა, რომლითაც აქციაზე შეშა და კარვები მოჰქონდათ, გზიდან გააბრუნეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.