ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ პენიტენციურმა სამსახურმა 2-საათიანი ლოდინის შემდეგ ექიმების კონსილიუმი გლდანის N18 დაწესებულებაში არ შეუშვა.
„სამწუხაროდ, 2-საათიანი ლოდინის შემდეგ პენიტენციურმა სამსახურმა უარი თქვა შესვლაზე იმ მოტივით, რომ არის არასამუშაო საათები. ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ არასამუშაო საათებში ყოფილა უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კონსილიუმის ერთ-ერთი წევრი ნიკა ყიფშიძე.
ვფიქრობ, რომ პენიტენციური სამსახურის ეს ნაბიჯი არის უკანონო და სამარცხვინო. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება ჯიბრში უდგას ილუზორულ მოწინააღმდეგეს და ყველანაირად ცდილობს მესამე პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას, ვინაიდან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მას უარი ეთქვა ჯანმრთელობის დაცვის უფლების განხორციელებაზე“, – განმაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, სააკაშვილი არ ეწინააღმდეგება კონსილიუმის ვიზიტს, ასევე კონსილიუმის ცალკეულ წევრებთან შეხვედრას.