2 წლის შვილზე ძალადობაში ბრალდებულ მამას პატიმრობა შეუფარდეს

პუბლიკა

კახეთში, 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების საქმეზე დაკავებულ 35 წლამდე მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

24 თებერვალს კახეთის პოლიციამ 2 წლის შვილზე ძალადობის ბრალდებით მშობელი დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის 2 წლის შვილზე ძალადობა განახორციელა, რის შედეგადაც მცირეწლოვანმა ბავშვმა სხეულზე მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობა მიიღო. გოგონა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ამ დრომდე განაგრძობს მკურნალობას”, – წერს შსს.