20-30-40 – ყოველდღიური ზრდა ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის სრულიად მართვადია – გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია მართვადია და სიკვდილობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს შორის.

„ასეთი ზრდა დინამიკისა, თუ ჩვენ ამ ორი კვირის განმავლობაში შევინარჩუნეთ,  თუ იქნა 20-30-40 ყოველდღიური ზრდა, ეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის სრულიად მართვადია და მოგეხსენებათ, რომ გამოსავალი კლინიკური მართვისა საკმაოდ კარგია. ამიტომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ. იცით, რომ წარმოდგენილი ეს 6-ეტაპიანი თანდათანობითი შემსუბუქების გეგმა, რომელიც ყველა ქვეყანამ შეიმუშავა, ნიშნავს რომ შემზღუდავი ღონისძიებები თანდათან შემსუბუქდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს საზოგადოებრივი ჯანდაცვითი რეკომებდაციების უგულებელყოფას.

მთავარი რეკომენდაციაა – დარჩი სახლში,  განსაკუთრებით ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები; ხელების ხშირი დაბანა; სოციალური დისტანცია – ეს გახლავთ მთავარი და კიდევ – პირველი სიმპტომების გაჩენისთანავე აუცილებელია, რომ მივმართოთ ექიმს,  დავრეკოთ 112 -ზე ან შეიძლება, პირდაპირ მიხვიდეთ ცხელების ცენტრში, – ამბობს ამირან გამყრელიძე.