„20/30-იანელებმა“ ბიძინა ივანიშვილის სახლთან ლობიანები და ჩიჩილაკი მიიტანეს

პუბლიკა

მოძრაობა „20/30-იანელებმა“ ბიძინა ივანიშვილს ბარბარობა მიულოცეს და აქცია-პერფორმანსი გამართეს მის სახლთან. მოძრაობის წევრებმა ივანიშვილს ლობიანები და ჩიჩილაკი მიუტანეს და განცხადება წაიკითხეს:

„ზემო იმერთეში არსებობს კარგი ტრადიცია, ბარბარობას დადიან და როგორც მეკვლეები, ერთმანეთს სურვილებს უსურვებენ. ჩვენ დიდ ბატონს სიმბოლურად მოვუტანეთ ნატვრის ხეები და ჩიჩილაკები, რომ ჩვენი სურვილები დავუტოვოთ  და გავამხიარულოთ. ეს სურვილებია: ყველა ნაცი გეყიდოთ, მომგებიანი ბიზნესები გქონოდეს, ყველა  გადაგერჩინოს, არ აგცდეთ მთაწმინდაზე დამარხვა, გისურვებთ გულწრფელ ადამიანებს“.