21 დეკემბერი | კორონავირუსის 824 ახალი შემთხვევა და 46 გარდაცვლილი

პუბლიკა

დღეს, 21 დეკემბერს საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 227 პირი და გარდაიცვალა 46 პაციენტი.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 811 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 480  კვლევა ანტიგენის  ტესტით და 2 331 PCR ტესტით.