თბილისის მერიის ინფორმაციით, მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის გამო, მიმდინარე წლის 20 იანვრიდან 31 მარტამდე მაჭავარიანის ქუჩის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად, ნუცუბიძის პლატოდან ვაშლიჯვრის მიმართულებით.
„პროექტის ფარგლებში, მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან („112“) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, მაგისტრალური წყალსადენისა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი“, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.