20 ივნისს ყველა ბრძანება იყო კანონიერი - გახარიას გუნდის წევრი

პუბლიკა

„20 ივნისის ღამეს ყველა ბრძანება, რაც გაიცა, იყო კანონიერი, პოლიციის მიერ გამოყენებული ყველა საშუალება იყო კანონიერი” – ამის შესახებ გახარიას გუნდის ახალმა წევრმა ბექა ლილუაშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში ისაუბრა.

როგორც ახლად გაოპოზიციონერებული დეპუტატი ამბობს, „მისი პოზიციაა ის, რაც არის კანონის პოზიცია”.

შეგახსნებთ, რომ პარლამენტის  ექვსმა წევრმა პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. მათი თქმით, ისინი ყოფილ პრემიერთან ერთად პარტიის მშენებლობაზე გადაერთვებიან.

დეპუტატებს შორის არიან გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ანა ბუჩუკური, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი.