20 მაისს კახეთში ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეები გაათავისუფლეს

პუბლიკა

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ ადმინისტრაციული წესით დაკავებული 16 პირიდან ყველა გაათავისუფლეს.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ აქციის ორ მონაწილეს გაფრთხილება მისცა. დანარჩენი მოქალაქეების ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლო 19 ივნისს, 13:00 საათზე იმსჯელებს.

ზაჰესის იზოლატორიდან ასევე გაათავისუფლეს  გუშინ დაკავებული „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარიაც. ასევე გაათავისუფლეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა, რომელიც საგარეჯოში დააკავეს, და გიორგი ლომიძე.


20 მაისს სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ მოქალაქეები აპროტესტებდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილისა და სიძის ყოფნას. ისინი ყვარელში ესწრებოდნენ ნათესავის ქორწილს, რომელიც ასევე რუსეთის მოქალაქეა.