20 ნოემბერი | კორონავირუსის განაწილება რეგიონებში

პუბლიკა

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 768 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 96 860-ს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 055 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 77 932-მდე.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვალების 41 ახალი შემთხვევაა. მათ შორის, თბილისში – 19, აჭარაში – 5, იმერეთში – 12, ქვემო ქართლში – 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 3 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 894 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 768 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებელი ასეთია: თბილისში გამოვლენილია 1 443 შემთხვევა, აჭარაში – 676, იმერეთში – 541, ქვემო ქართლში – 183, შიდა ქართლში – 165, გურიაში – 52, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 363, კახეთში – 130, მცხეთა-მთიანეთში – 96, სამცხე-ჯავახეთში – 95, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 24.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 008. მათ შორის 5 879 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 702, აჭარაში – 942, იმერეთში – 1 179.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 838 პირი, მათ შორის, თბილისში – 420, აჭარაში – 135, იმერეთში – 169. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 410 პირი, მათგან თბილისში – 202, აჭარაში – 118, იმერეთში – 26. 3 411 ადამიანი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში, მათ შორის 1 123 – თბილისში, 1 646 – აჭარაში, 336 – იმერეთში.

8 718 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 2 226 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 426, აჭარაში -1 122, ხოლო იმერეთში – 26.

სულ 6 ოქტომბრიდან – 19 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეში გადაყვანილია – 16 564 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 300 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 14 276 პირი, აჭარაში – 16 379, იმერეთში – 5 224.