20 საათსა და 10 წუთზე მას გაუჩერდა გული - იაშვილის კლინიკის დირექტორი ლუკა სირაძეზე

პუბლიკა

„20:10 საათზე მას გაუჩერდა გული”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იაშვილის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა თამარ ვახტანგაძემ 15 წლის გარდაცვლილ ლუკა სირაძესთან დაკავშირებით განუცხადა.

„პაციენტი კლინიკაში შემოვიდა უმძიმეს მდგომარეობაში. ბოლო 6 დღის განმავლობაში მას ჩაუტარდა ყველანაირი სამედიცინო ჩარევა. სპეციალურად მისთვის ისრაელიდან იქნა ჩამოყვანილი ნეიროქორურგებისა და ანესთეზიოლოგების გუნდი. თუმცა, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 20 საათსა და 10 წუთზე მან გააჩერა გული. სამწუხაროდ”, – აცხადებს თამარ ვახტანგაძე.


15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა.

15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედის და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის” კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.