20 წლით პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელიც 7 წლის განმავლობაში აუპატიურებდა 14 წლამდე დისშვილს - PHR

პუბლიკა

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იზა კელენჯერიძემ დამნაშავედ ცნო კაცი, რომელიც 2006-2013 წლებში სისტემატურად აუპატიურებდა 14 წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს.

სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური ძალადობიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ მიმართა. გაუპატიურების ფაქტიდან ხანგრძლივი დროის გასვლის მიუხედავად გამოძიებამ დაზარალებულის აქტიური ჩართულობით შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების დასადასტურებლად“, – აცხადებს ორგანიზაცია.