მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიება დაიწყო და 60 წლიდან ზემოთ ასაკობრივი კატეგორიის მოქალაქეებს 200–ლარიან დანამატს დაჰპირდა, ვაქცინაციის ტემპმა ყველარეგიონში მოიმატა.
გურიაში პენსიონერები ამბობენ, რომთანხის მიღება მნიშვნელოვანია, თუმცაარანაკლებ საჭიროდ მიიჩნევენ ვაქცინაციას საკუთარი თავისა დაახლობლების დასაცავად:
„დღეს აცრა გავიკეთე, თავსმშვენივრად ვგრძნობ, მადლობელი ვარ მთავრობის, რომ ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს და თან დაგვეხმარება 200 ლარით“, – ამბობს მელუდა ჯაში.
„ფაიზერით“ აიცრა ნელი კერძევაძე: „თავს კარგად ვგრძნობ, დიდი მადლობა სახელმწიფოს დახმარებითვის“, – ამბობს პენსიონერი.
მევლუდ ჯორბენაძე კი, რომელიც ასევე „ფაიზერით“ აიცრა, ხაზს უსვამს, რომ გადაწყვეტილება თანხის გამო არმიიღო:
„ფაიზერით“ ავიცერი, ყველას ვუსურვებ, გაიკეთოს „ფაიზერი“, რომ დაიცვან თავიც და ახლობლებიც. ფულში არ არის საქმე, უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე, ფულისთვის არ გამიკეთებია და არც გავიკეთებ, ოღონდ დავიცვა ჩემი ახლობლები, შვილები“… – ამბობს ჯორბენაძე.
გურიაში ვაქცინაციის ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი დაფიქსირდა – 8-14 ნოემბრის მონაცემებით, აცრილია 5 076 პირი, რაც 84%-იან ზრდას აჩვენებს. აქედან 1119 პირი 60 წლის ზემოთ არის.
აჭარაში 1-7 ნოემბერს ვაქცინაციის მაჩვენებელი იყო 3 168, 8-14 ნოემბრის მონაცემებით, აცრილია 5 076 პირი, რაც 60%-იან ზრდას აჩვენებს. აქედან 60 წლის ზემოთ ასაკობრივი კატეგორიის1119 პირია.
თბილისში 1-7 ნოემბრის მაჩვენებელი10 455 იყო, 8-14 ნოემბერს კი – 10 455, პროცენტულმა ზრდამ 58 შეადგინა. ვაქცინირებულებს შორის 60 წლის ასაკიდან ზემოთ – 3 482 პირია.
იმერეთში 5 953 ადამიანი აიცრა, რაც 1-7 ნოემბრის მაჩვენებელთან შედარებით71%-ით მეტია.
კახეთში პროცენტული ზრდა 69-სშეადგენს – 8-14 ნოემბრის მაჩვენებელი 2 708 ვაქცინირებული ადამიანია.
მცხეთა–მთიანეთის 1-7 ნოემბრის მაჩვენებელი 502 იყო, 8-14 ნოემბერს კი მაჩვენებელი 59%-ით გაიზარდა და 799 შეადგინა.
რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ნოემბრის პირველ 7 დღესთან შედარებით ვაქცინაციის მაჩვენებელმა 61%-ით მოიმატა.
სამეგრელოსა და ზემო სვანეთშიმატება 67%-იანია, რეგიონში 3 793 ადამიანი აიცრა, მათგან 1 157 60 წელსზემოთ ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება.
სამცხე–ჯავახეთში, 8-14 ნოემბერს,პირველი 7 დღისგან განსხვავებით,ვაქცინაციის მაჩვენებელმა 52%-ით მოიმატა.
ვაქცინირებულების რაოდენობამკვეთრად გაიზარდა ქვემო ქართლშიც – 1-7 ნოემბერს აქ მაჩვენებელი 1 680 იყო, 8-14 ნოემბერს კი 79%-იანი მატება დაფიქსირდა და აცრილი პირების რაოდენობამ 3 005 შეადგინა.
მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდაშიდა ქართლშიც და 82% –ით გაიზარდა.
ვაქცინაციის ტემპის მატებას იმედისმომცემად აფასებენ ჯანდაცვის სამინისტროში – მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ფინანსური წახალისების სქემამ ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებას სტიმული მისცა:
„აცრილთა შორის, სტრუქტურულად,28%-დან 44%-მდე გაიზარდა 60 წლისზემოთ ასაკობრივ ჯგუფში პირთა რიცხვი და, საერთოდ, გუშინდელი ვაქცინაციის მაჩვენებელი 8000-საჭარბებს, რაც იმედის მომცემია“, –განაცხადა თამარ გაბუნიამ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კი მიიჩნევს, რომ აუცილებელია მეტად აქტიური კამპანია და მოსახლეობის ადგილზე ვაქცინაცია:
„აცრების დინამიკა ონდავ გაუმჯობესებულია, წინა კვირასთან შედარებით, დღეს 8200-ის ფარგლებშია. აქედან საიმედო ის გახლავთ, რომ აცრილთა 60%-ზე მეტი პირველადი აცრებია. ასევე, იმატებს წილი 60 წელს ზემოთ აცრილი ადამიანების. 12 000-ზე მეტი სამოც წელს ზემოთ ასაკის პირია ვაქცინირებული.
წამახალისებელმა ღონისძიებებმა იმოქმედა და დინამიკა გაჩნდა. იმედი მაქვს, გაიზრდება ხანდაზმულთა ასაკის აცრები. საჭიროა მეტი კომუნიკაცია და ადგილზე აცრა. საამისოდ მიმდინარეობს მუშაობა. თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად ერთვებიან სოფლის ექიმები, ვნახოთ, დავაკვირდეთ, ხაზს ვუსვამ – ამ რთული მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალია – აცრა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.