Free Mzia Today — ამ სათაურით აქვეყნებს „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ განცხადებას, რომელსაც 200-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
განცხადებით ორგანიზაცია და ხელმომწერები მოითხოვენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს და ჩაატაროს დამოუკიდებელი გამოძიება მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ბრალდებებზე.
„საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მზია, მოუხსნას მას არაპროპორციული ბრალდებები და ჩაატაროს დამოუკიდებელი გამოძიება მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ბრალდებებზე.
ჩვენ ვართ მზია ამაღლობელის, მისი კოლეგების „ბათუმელებიდან“ და „ნეტგაზეთიდან“ და საქართველოს ყველა დამოუკიდებელი ჟურნალისტის გვერდით“, — წერია განცხადებაში.
განცხადებას 200-ზე მეტი ქართველი და უცხოელი ხელმომწერი ჰყავს მედიისა და ადამიანის უფლების დაცვის სფეროდან.
განცხადებაზე ხელის მოწერა შესაძლებელია ამ ბმულზე.