200-ზე მეტი პირი, მათ შორის ტურისტები და არასრულწლოვნები თუშეთიდან უსაფრთხოდ გადმოიყვანეს - საგანგებო

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თუშეთიდან მოქალაქეთა უსაფრთხოდ გამოყვანის სპეციალური ღონისძიება დასრულებულია.

უწყების ცნობით, ორი ვერტმფრენით თუშეთიდან საერთო ჯამში 200-ზე მეტი პირი, მათ შორის ტურისტები და არასრულწლოვნები თელავში უსაფრთხოდ გადმოიყვანეს.

უწყების ცნობით, ომალოდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან თელავში გადაყვანის მსურველი მოქალაქეების სიმრავლის გამო, თუშეთში ოპერაცია ორი დღის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ორი დღის წინ, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე, უხვი ნალექის მოსვლის შედეგად თუშეთთან დამაკავშირებელი გზა დაზიანდა. ომალოში და მის მიმდებარე სოფლებში მყოფი საქართველოს და ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების თელავში ჩამოყვანის მიზნით, პროცესში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები, გუშინ დილიდან, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების დახმარებით ჩაერთვნენ.