„ევროპული საქართელოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ასევე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, უგულავამ საგამოძიებო უწყებას უნდა ჩააბაროს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და პასპორტი.
„ევროპული საქართველოს“ წევრს, გიგი უგულავას 11 დეკემბერს აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენა, რაც ცემას გულისხმობს.
შსს-ს ინფორმაციით, აეროპორტში მომხდარ ინციდენტში 4 პირი მონაწილეობდა. იგივე მუხლით ბრალი წარედგინა დაპირისპირებული მხრიდან ერთ-ერთსაც, ხოლო დანარჩენი ორი [მათ შორის გოკა გაბაშვილი] დაზარალებულად ცნეს.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ 11 დეკემბერს Facebook-ზე დაწერა, რომ მას და მის თანაგუნდელს, საკრებულოს დეპუტატ გოკა გაბაშვილს აეროპორტის შენობაში თავს 2 უცხო პირი დაესხა და ინციდენტის შედეგად გოკა გაბაშვილს მუხლი დაუზიანდა.