Edison research-ის კვლევით, 2004-2012 წლების პერიოდს მოსახლეობის 24% აფასებს უარყოფითად, 2012 წლიდან დღემდე პერიოდს კი მოსახლეობის 42%.
მოსახლეობის მხრიდან სხვადასხვა სახელისუფლებო პერიოდების შეფასება კი ასე გამოიყურება:
- 2004-2012 წლამდე პერიოდი: დადებითად – 76% ; უარყოფითად – 24%
- 2012 წლიდან დღემდე პერიოდი: დადებითად – 58% ; უარყოფითად – 42%
Edison research-მა ტელეკომპანია „ფორმულას” დაკვეთით კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2 101 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.1%-ია.