საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა სასამართლოს რეფორმის შესახებ ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია მმართველი პარტიისთვის სასამართლო რეფორმა:
„აბსოლიტური ვალდებულება გვაქვს ნაკისრი სასამართლო სისტემის რეფორმაზე. ძალიან ბევრი და მნიშვბელოვანი წინსვლა გვაქვს ამ კუთხით მიღწეული. 2012 წელს, როცა მოვედით, იყო კატასტროფული სიტუაცია. 3-ეტაპიანი ძალიან დიდი რეფორმა განხორციელდა სასამართლო სისტემაში და მზად ვართ, რომ ასევე გავაგრძელოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.