2016 წელთან შედარებით 2019 წელს თამბაქოს ყოველდღიურად მოხმარება 5.6%-ით გაიზარდა - NCDC-ის კვლევა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა 2016-2020 წლებში თამბაქოსთან დაკავშირებით რამდენიმე კვლევა ჩაატარა: თამბაქოს პრევალენტობის ეროვნული კვლევა; ტაქსებში მოწევის აკრძალვის საზოგადოებრივი მხარდაჭერის დონის კვლევა და საქართველოში თამბაქოს ინდუსტრიის გავლენის ინდექსის კვლევა.

NCDC-ის მონაცემებით, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების დონე მაღალია, თუმცა, მათი შეფასებით, მნიშვნელოვანია თამბაქოს როლი არამხოლოდ ჯანმრთელობაზე, არამედ, ეკონომიკაზეც.

გთავაზობთ თამბაქოს ეროვნული კვლევის (TNS) შედეგებს, რომელიც 2019 წელს ჩატარდა. ეს შედეგები შედარებულია არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევის, 2016 (STEPS) მონაცემებთან. ასევე, ტაქსებში მოწევის აკრძალვის საზოგადოებრივი მხარდაჭერის კვლევის (TTS, 2020) შედეგებს.

თამბაქოს მოხმარების ეროვნული კვლევა 

TNS, 2019-ის კვლევა ჩატარდა სტრუქტურირებული კითხვარით. კვლევის საგანი იყო 18-69 წლის ადამიანები.

კვლევის მიხედვით, თამბაქოს ამჟამად მოიხმარს სულ – 30.7%. კაცების – 55.5%, ქალების- 7.8%.

რაც შეეხება 2020 წლისა და 2016 წლის კვლევის შედეგებთან შედარებას, მონაცემები ასეთია:

2019 წლის კვლევით, მწეველებში თამბაქოს ყოველდღიურად მოიხმარს – 95.9%. კაცების – 97.2%; ქალების – 87.3%

STEPS-2016 წლის კვლევასთან შედარებით, თამბაქოს ყოველდღიურად მოხმარება გაიზარდა 5.6%. კაცებში – გაიზარდა 7%-ით; ქალებში – შემცირდა 1.5%

2019 წლის კვლევის მიხედვით, თამბაქოს მოხმარების დაწყების საშუალო ასაკი – 18.6 წელია. კაცებში – 18.2 წელი; ქალებში – 21.3 წელი;

დღიურად მოხმარებული ქარხნული სიგარეტის საშუალო რაოდენობა – 18.2 ღერი; კაცებში – 19.6 ღერი; ქალებში – 12.6; STEPS-ის კვლევასთან შედარებით – შემცირდა 2.8 ღერით.

2019 წლის კვლევით, თუთუნის მომხმარებელთა რაოდენობა – 7.9%. კაცებში – 14.7%; ქალებში – 0.6%; STEPS-ის კვლევასთან შედარებით გაიზარდა 2-ჯერ.

ელექტრონული სიგარეტის მოხმარება – ელექტრონული სიგარეტის ამჟამინდელი მწეველია  – 0.3% (მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენლები)(TNS, 2019).

მოწევაზე თავის დანებება მწეველებში – მოწევაზე თავის დანებება სცადა 23.1%-მა. კაცების – 23.9%; ქალების – 18% (TNS, 2019); STEPS-ის კვლევასთან შედარებით – 22.%-ით ნაკლებმა რესპონდენტმა.

2019 წლის კვლევის მიხედვით, მოწევაზე თავის დანებება ექიმმა ურჩია 19.8%-ს. კაცების – 19.2%; ქალების – 23.5%; STEPS-ის კვლევასთან შედარებით – ექიმმა ურჩია 18.4%-ით ნაკლებ რესპონდენტს.

 

ტაქსებში მოწევის აკრძალვის საზოგადოებრივი მხარდაჭერის კვლევა  – 2020

კვლევა ჩატარდა სატელეფონო ინტერვიუს სახით. კვლევა რაოდენობრივია. გამოიკითხა საქართველოს მოსახლეობის 18+.

კვლევის მიხედვით, კითხვაზე ეწევით ან ეწეოდით თამბაქოს რომელიმე პროდუქტს/ – დიახ – 28.2%; არა- 56.4%; დავანებე თავი – 15.3%; უარი პასუხზე – 0.2%

თქვენი აზრით, მავნებელია თამბაქოს მეორადი კვამლი? – ამ კითხვაზე 94.2%-მა უპასუხა, რომ მავნებელია.

მოგიწევიათ თუ არა ტაქსით მგზავრობისას? (მწეველებში) – დიახ – 40.7%; არა – 55.2%; არ მახსოვს – 3.7%

წინასწარ აგიღიათ თუ არა ტაქსის მძღოლისგან ნებართვა? – დიახ – 83.4%; არა – 12.6%; არ მახსოვს – 4%;

მოუწევიათ თუ არა თქვენი თანდასწრებით ტაქსში? – დიახ – 44.8%; არა – 48.8%; არ მახსოვს – 6.4%;

შეუწუხებიხართ თუ არა თამბაქოს კვამლს ტაქსში? – დიახ – 49%; არა – 34%; არ მიმიქცევია ყურადღება – 12%; არ ვიცი – 5%;

კმაყოფილი ხართ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევის აკრძლავით? – დიახ -94.7%;

ემხრობით ტაქსებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვას? – ამ კითხვაზე 86%-მა უპასუხა, რომ ემხრობა.

ემხრობით კერძო ავტომობილებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვას, თუ ავტომობილში არასრულწლოვანია?  – 84.6% ამბობს, რომ ემხრობა.

კვლევის ბოლოში მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ხდება ადამიანის ორგანიზმში მაშინ როდესაც მოწევას ათავს ანებებს.

როდესაც მოწევას თავს ანებებ:

  •  20 წუთში იკლებს გულისცემის სიხშირე;
  • 12 საათში ნორმალიზდება სისხლში ნახშირბადის დონე;
  • 48 საათში დაგიბრუნდებათ გემოს შეგრძნება;
  • 1 კვირაში საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ ყნოსვა;
  • 2 კვირიდან 2 თვეში მცირდება გულის შეტევის რისკი, უმჯობესდება ფილტვების მუშაობა;
  • 6 კვირაში იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას. შეგიძლიათ დაიწყოთ ვარჯიში, რაშიც შესაძლოა  აქმადე თამბაქო გიშლიდათ ხელს;
  • 1-9 თვეში იკლებს ხველა და სუნთქვის უკმარისობა;
  • 1 წელიწადში დაზოგავთ 1500 ლარზე მეტს, თუკი ყოველდღიურად ეწეოდით 1 კოლოფ სიგარეტს;
  • 5 წელიწადში მკვეთრად შემცირდება ინსულტის, გულის კორონარული დაავადებების განვითარების რისკი.

თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებების შესაბამისად, 2018 წლის 1 მაისიდან აიკრძალა მოწევა საზოგადოებრივ შენობა-ნაგებობებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისევე, როგორც აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება და პოპულარიზაცია, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე განთავსდა დიდი ზომის პიქტოგრამული სამედიცინო გაფრთხილებები, განისაზღვრა თამბაქოს მწარმოებლების და იმპორტიორების ვალდებულებები თამბაქოს ნაწარმის წარმოებასა და იმპორტთან დაკავშირებით, კანონით აიკრძალა თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევა ჯანდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებაში და სხვ.