2019-2020 წლებში ოჯახიდან გამოყვანილი ბავშვების 70% ძალადობის მსხვერპლი იყო - ბარკალაია

პუბლიკა

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წლიური ანგარიში წარადგინა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ, ბავშვთა დაცვის საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ბავშვთა მიტოვების პრევენციის მხრივ, ქვეყანაში კარგი სტატისტიკა არ არის, მაგრამ უკეთესი სტატისტიკაა წინა წლებთან შედარებით.

თამარ ბარკალაიამ აღნიშნა,  რომ ბავშვები ოჯახებიდან გამოჰყავთ, ძირითადად, ძალადობის შემთხვევაში და ეკონომიკური ფაქტორები ნელ-ნელა იკლებს.

„დაახლოებით 70% ბავშვებისა, რომლებიც სოციალურმა მუშაკებმა გამოიყვანეს 2019-2020 წლის განმავლობაში, არის ძალადობის მსხვერპლი, სხვადასხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლი და შესაბამისად, მყისიერი რეაგირება იყო სახელმწიფოს მხრიდან საჭირო, ხოლო დანარჩენი 30% იყო ის ეკონომიკური ფაქტორები, რომელიც სიდუხჭირესთან არის დაკავშირებული. აქაც, ჩვენი მხრიდან მყისიერი რეაგირება იყო საჭირო და ბავშვები დროებით გადავიდნენ სახელმწიფო ზრუნვაში“, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.