საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2020 წლის იანვარ-ივნისში დაკარგულთა სტატისტიკას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, ამ პერიოდში საქართველოში სულ დაიკარგა 54 ადამიანი. მათგან 26 ცოცხალი იპოვეს, ხოლო 8 – გარდაცვლილი. 20 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის იანვარ-ივნისში დაიკარგა 13 ბავშვი. მათგან 10, უწყების ცნობით, ცოცხალი იპოვეს, 3 მათგანს კი დღემდე ეძებენ.