2020 წელს ქვეყანაში 50 537 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 5% კორონავირუსით - საქსტატი

პუბლიკა

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში 50 537 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები, რომელზეც მოდის გარდაცვლილთა 43.8% სიმსივნეები  – 16% და სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები  –7.9%. გასული წლის მონაცემებით, საერთო მაჩვენებელში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 5%-ია.

2020 წელს საქართველოში 2 587 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყანაში გარდაცვალების შემთხვევების 5.1 პროცენტს შეადგენს.

საქსტატის ინფორმაციით, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში ჭარბობს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები. 5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლა და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგი, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებითა და სიმსივნეებით გარდაცვალების შემთხვევები ყველაზე მეტად გავრცელებულია 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში.