პანდემიისა და მისგან გამოწვეული ეკონომიკური შეზღუდვებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად გაუარესდა მიმდინარე ტენდენციები და აპრილში ეკონომიკურმა ვარდნამ 16%-ს გადააჭარბა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
პანდემიის გავლენა ძირითად მაკრო/ფისკალურ პარამეტრებზე:
როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, წლიური პროგნოზის მიხედვით მოსალოდნელია:
►ეკონომიკის შემცირება 4,0%-ით;
► ექსპორტის შემცირება 6,0%-ზე მეტით;
►მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუარესება მშპ-ს 10,3%-მდე;
►მნიშვნელოვანი შემცირება ტურიზმის და ფულადი გზავნილების ნაწილში;
►ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების შემცირება 1,5 მლრდ ლარზე მეტით;
►ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებისთვის საჭირო რესურსის მობილიზება 3,4 მლრდ ლარის ოდენობით;
►საბიუჯეტო დეფიციტის ზრდა 2.5%-დან 8,5%-მდე;
მისი თქმით, 2020 წელს ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები (ვალებისა და დონორების გრანტების გარდა) დაგეგმილი იყო 13 705,0 მლნ ლარის ოდენობით. პანდემიის გავლენით შემოსავლების დანაკლისი კი შეადგენს 1 817,0 მლნ ლარს.
როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, ამ დანაკლისს ემატება ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად დაწესებული საშემოსავლო გადასახადის შეღავათის ეფექტი – 250 მლნ ლარი. დანაკლისი არის ბიუჯეტის კანონის შესაბამისად სსიპ-ების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასარიცხი თანხა, ვინაიდან პანდემიის შედეგად ასევე შემცირებულია სსიპ-ების შემოსავლები.
ანტიკრიზისული გეგმის განსახორციელებლად ბიუჯეტში გათვალისწინებული რესურსი
2020 წლის განმავლობაში საჭირო რესურსი შეადგენს 3,4 მლრდ ლარს.
მან თითოეულ შემთხვევაში აღნიშნა, თუ რა ფინანსური რესურსი იქნება საჭირო თითოეულ ინიციატივაზე:
გიორგი კაკაურიძის თქმით, პანდემიის პრევენციისა და მისი შედეგების სალიკვიდაციოდ ბიუჯეტში მობილიზებული დამატებითი რესურსი ჯამში შეადგენს 5 637 მლნ ლარს, მათ შორის: საერთაშორისო პარტნიორებისგან გამოყოფილი კრედიტები შეადგენს – 4 470,0 მლნ ლარს.
გარდა სესხებისა, კაკაურიძის თქმით, მობილიზება მოხდა გრანტების ნაწილში:
მისი თქმით, პანდემიის დასაწყისშივე ნათელი იყო არსებული ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირების აუცილებლობა. მარტის დასაწყისიდანვე მნიშვნელოვნად შეიზღუდა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და დაიწყო მუშაობა რესურსების გამოთავისუფლებაზე, როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივ ბიუჯეტებშიც. შედეგად, ნაერთ ბიუჯეტში შესაძლებელი გახდა 600 მლნ ლარამდე თანხის გამოთავისუფლება, რაც ასახულია ბიუჯეტის ცვლილებების პროექტში.
ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული თანხა მუხლების მიხედვით:
სოციალური უზრუნველყოფა – 1 044,8 მლნ ლარი, მათ შორის:
► ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული კომპენსაციები – 610,0 მლნ ლარი (ჯანდაცვის სამინისტრო);
► კომუნალური ხარჯების სუბსიდირება – 170,0 მლნ ლარი (ჯანდაცვის სამინისტრო);
► ჯანდაცვის ხარჯები – 125,5 მლნ ლარი (ჯანდაცვის სამინისტრო – (მკურნალობასთან დაკავშირებული მომსახურების ანაზღაურება);
► StopCoV ფონდის ანგარიშზე მობილიზებული თანხა, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად მიიმართება ვირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებებისა და მისგან დაზარალებულთა დახმარებისათვის – 133,5 მლნ ლარი (საერთო სახელმწიფოებრივი გადასახდელები);
► მაღალმთიანი დასახლებებში სოციალური დახმარებები – 5,8 მლნ ლარი (ჯანდაცვის სამინისტრო – კანონის შესაბამისად გაზრდილი დასახლებების რაოდენობა);
საქონელი და მომსახურება – 195 მლნ ლარი, მათ შორის:
44 მლნ ლარი – საკარანტინო სივრცეების მომსახურების ანაზღაურება (ეკონომიკის სამინისტრო);
151 მლნ – ჯანდაცვის ხარჯის ანაზღაურება (ჯანდაცვის სამინისტრო – მშ. ტესტები, სადეზინფექციო, პირადი დაცვის საშუალებების და ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით სხვა აუცილებელი ხარჯის დაფინანსება);
სუბსიდიები – 559,2 მლნ ლარი, მათ შორის:
► საკრედიტო-საგარანტიო სქემის დასაფინანსებლად – 330,0 მლნ ლარი (ეკონომიკის სამინისტრო);
►სასტუმროების საპროცენტო ხარჯის სუბსიდირებისთვის – 70,0 მლნ ლარი (ეკონომიკის სამინისტრო);
► მცირე გრანტების გასაცემად – 20,0 მლნ ლარი (ეკონომიკის სამინისტრო)
სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა – 20,0 მლნ ლარი (ეკონომიკის სამინისტრო)
►სოფლის მეურნეობის სექტორის ხელშეწყობა – 115,0 მლნ ლარი (სოფლის მეურნეობის სამინისტრო);
► ვირუსთან ბრძოლაში ჩართული სახელმწიფო საავადმყოფოების სუბსიდირება – 3,2 მლნ ლარი (ჯანდაცვის სამინისტრო);
►საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების მგზავრობის (ფრენების) სუბსიდირება – 1,0 მლნ ლარი (ეკონომიკის სამინისტრო);
კაპიტალური ხარჯი – 118,8 მლნ ლარი, მათ შორის:
► ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება – 64,8 მლნ ლარი (ჯანდაცვის სამინისტრო);
► ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სამშენებლო სექტორის დასახმარებლად დევნილებისთვის დამატებითი სახლების შესყიდვა (ჯანდაცვის სამინისტრო, 2020 წლის ხარჯი);
► ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მიზნით ტექნიკისა და სარწყავი სისტემების თანადაფინანსება – 10,0 მლნ ლარი (სოფლის მეურნეობის სამინისტრო);
► სასურსათო მარაგების შესყიდვა – 14,0 მლნ ლარი (სოფლის მეურნეობის სამინისტრო)
ფაქტიური ათვისებიდან გამომდინარე ენგურის და ვარდნილის ჰიდროელექტრო სადგურების რეაბილიტაციის პროექტის თანხა (EBRD, EIB, EU) – 10 მლნ ლარი;
2020 წლის განახლებული ფისკალური პარამეტრები კი ასეთია:
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, პანდემიამდე არსებული ბიუჯეტი ხარჯვით ნაწილში: პირველადი მიმდინარე ხარჯი მცირდება 199,6 მლნ ლარით;
კაპიტალური ხარჯი მცირდება 347,5 მლნ ლარით;
პანდემიიდან გამომდინარე:
პირველადი მიმდინარე ხარჯი ხარჯები იზრდება – 1 872,1 მლნ ლარით;
კაპიტალური ხარჯი იზრდება – 123,8 მლნ ლარით;
ვალების მომსახურება და დაფარვა იზრდება – 42,0 მლნ ლარით;