2020 წლის ექვსი თვის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევებს 203 ადამიანი ემსხვერპლა

პუბლიკა

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის პირველ კვარტალში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობამ 1236 შეადგინა, რომლის შედეგადაც დაიღუპა 134, დაშავდა 1610 ადამიანი.

2020 წლის მეორე კვარტალში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობამ 1034 შეადგინა – დაიღუპა 69 და დაშავდა 1372 ადამიანი.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ სავარაუდო მიზეზებს შორის სამი ყველაზე ხშირად იდენტიფიცირებული მიზეზია – შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და ავტომობილის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.