2020 წლის სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტები დასახელდნენ

პუბლიკა

განათლების კოალიციის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, მიმდინარე სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტები დასახელდნენ.

სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტები არიან:

  • ინა ბიწაძე – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის დირექტორი;
  • ლენა გომართელი – ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლის დირექტორი;
  • მორის დანდურიშვილი – ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი;
  • მარინა ისკაკოვა – ქალაქ ქუთაისის N33 საჯარო სკოლის დირექტორი;
  • გელა მაჭარაშვილი – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი;
  • ვარდენ ნიქაბაძე – მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის დირექტორი;
  • მიმოზა ღოლიჯაშვილი – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორი;
  • ნინო წიფიანი – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლის დირექტორი;
  • მამუკა ხამხაძე – ქალაქ რუსთავის N4 საჯარო სკოლის დირექტორი;
  • შორენა ხუხუა – ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი.

კონკურსის სამი გამარჯვებული დირექტორი სექტემბრის თვეში გამოვლინდება. გრანპრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით გადაეცემა 5000 ლარი, ხოლო სკოლას სპეც-პროექტის განსახორციელებლად – 30 000 ლარი. სპეციალური პრიზის მფლობელ დირექტორებს კი პრიზის სახით გადაეცემათ 2000-2000 ლარი. მათი სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი შეადგენს 25 000 ლარს. სკოლებს შორის თანხის გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის საბჭო.

სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის მიზანია საჯარო სკოლის პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდის მხარდაჭერა, წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისათვის; სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე მიმართული შიდა სასკოლო ძალისხმევის მხარდაჭერა საქართველოს საჯარო სკოლებში.

კონკურსს ახორციელებს განათლების კოალიცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით. პროექტის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. სხვა მხარდამჭერები არიან: კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), „თიბისი“, ტელეკომპანია იმედი, KPMG Georgia და მარკეტინგული კომპანია „4media“.