რამდენიმე წუთის წინ გამოვლინდნენ 2020 წლის სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები.
ღონისძიებაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული დირექტორი, გრან-პრის და ორი სპეციალური პრიზის მფლობელი. გრანპრის მფლობელი გახდა, ლენა გომართელი, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლის დირექტორი. ხოლო სპეციალური პრიზის მფლობელები არიან:
- გელა მაჭარაშვილი – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
- ვარდენ ნიქაბაძე – მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
გრანპრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით გადაეცა 5000 ლარი, ხოლო სკოლას სპეც-პროექტის განსახორციელებლად – 30 000 ლარი. სპეციალური პრიზის მფლობელ დირექტორებს კი პრიზის სახით გადაეცემათ 2500-2500 ლარი. მათი სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი შეადგენს 25 000 ლარს. ეს თანხა ამ ორ სკოლას შორის თანაბრად გადანაწილდება.
3 გამარჯვებული 10 ფინალისტიდან გამოვლინდა, ესენი არიან:
- ინა ბიწაძე – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის დირექტორი;
- ლენა გომართელი – ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლის დირექტორი;
- მორის დანდურიშვილი – ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი;
- მარინა ისკაკოვა – ქალაქ ქუთაისის N33 საჯარო სკოლის დირექტორი;
- გელა მაჭარაშვილი – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი;
- ვარდენ ნიქაბაძე – მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის დირექტორი;
- მიმოზა ღოლიჯაშვილი – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორი;
- ნინო წიფიანი – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლის დირექტორი;
- მამუკა ხამხაძე – ქალაქ რუსთავის N4 საჯარო სკოლის დირექტორი;
- შორენა ხუხუა – ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი.
სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის მიზანია საჯარო სკოლის პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდის მხარდაჭერა, წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისათვის; სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე მიმართული შიდა სასკოლო ძალისხმევის მხარდაჭერა საქართველოს საჯარო სკოლებში.
კონკურსს ახორციელებს განათლების კოალიცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით. პროექტის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. სხვა მხარდამჭერები არიან: კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), „თიბისი“, ტელეკომპანია იმედი, KPMG Georgia და მარკეტინგული კომპანია „4media“.