2020 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ტრადიციულად აღნიშნავს ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს.
ამ დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად ირჩევენ ტოლერანტობის ქომაგებს: პიროვნებას, ორგანიზაციას, მედიასაშუალებას და საჯარო მოხელეს – რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში ხელი შეუწყვეს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას.
საბჭოებმა წელსაც დააჯილდოვეს 2020 წლის „ტოლერანტობის ქომაგები“.
ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ დააჯილდოვა:
- ნომინაციაში პიროვნება – მწერალი დათო ტურაშვილი.
- ნომინაციაში ორგანიზაცია ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ ორი გამარჯვებული გამოავლინა: ქალთა ფონდი საქართველოში და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსური ურთიერთობების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
- ნომინაციაში მედია საშუალება – სერიალი „თესეა“.
- ნომინაციაში საჯარო მოხელე თინათინ ღოღელიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ტოლერანტობისა და ეროვნებათშორის ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის „ტოლერანტობის ქომაგის“ ტიტული მიანიჭათ სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს დამსახურებულ წევრებს:
მარია ფილინას და ნაირა ბეპიევს
რელიგიათა საბჭომ დააჯილდოვა:
- მარიამ ღავთაძე, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი.
- მარიამ ჩიქობავა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
კონრად ადენაუერის სახელობის ფონდი - ჟურნალი „საბა“ – საქართველოს კათოლიკეთა ყოველთვიური მაცნე.