„2020 წლის წინანდლის პრემიის“ ლაურეატების ვინაობა ცნობილია.
პრემია მიენიჭათ:
თეატრალური ხელოვნება: დავით თურქიაშვილი – რეჟისორი. ლაურეატის წოდება მოიპოვა სპექტაკლით „უხერხემლო” (შ. დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრი);
კინოხელოვნება: საბა ქარელი, მირიან ორაგველიძე – კინორეჟისორები. ლაურეატის წოდება მოიპოვეს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმით ,,მამის პორტრეტი ინტერიერში”;
მუსიკალური ხელოვნება: ანუშკა ჩხეიძე – ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი. ლაურეატის წოდება მოიპოვა სადებიუტო ალბომით „Halfie” (CES Records);
მხატვრული ლიტერატურა (პოეზია): გიორგი შონია – პოეტი. ლაურეატის წოდება მოიპოვა პოეტური კრებულით ,,რობოტების ყვავილები” (გამომცემლობა ინტელექტი 2020 წ.);
მხატვრული ლიტერატურა (პროზა): ივა ფეზუაშვილი – მწერალი. ლაურეატის წოდება მოიპოვა რომანით ,,ბუნკერი” (გამომცემლობა „ინტელექტი“ 2020 წ.);
ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ცოტნე ჩიტიაშვილი – მოლეკულური ბიოლოგი. ლაურეატის წოდება მოიპოვა ნაშრომით „ცილების ნაკრები განაპირობებს Xist არამაკოდირებელი რნმ-ის ლოკალიზაციას ბირთვში და გენების ინაქტივაციას” (ჟურნალი „Nature“);
სახვითი ხელოვნება: შოთიკო აფციაური – არტისტი. ლაურეატის წოდება მოიპოვა ინსტალაციით – ,,ტყის ჭრა, ტაძრის შენება“;
ჰუმანიტარული მეცნიერებები: ნიკა ხოფერია – ისტორიკოსი. ლაურეატის წოდება მოიპოვა ნაშრომით „გვიანანტიკური საქართველოს სამხედრო ისტორია“ II ტ. (გამომცემლობა ,,არტანუჯი” 2019 წ.).