პრემიერ-მინიტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ტურიზმის სექტორი 2020 წლისთვის სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან.
„2020 წლისთვის ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან და ეს დარგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გარდა ამისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადები გადავადდება 9 თვით, წლის ბოლომდე. აქ ვერ დავპირდებით ვერავის საშემოსავლოს სრულ ჩამოწერას, თუმცა გადავადებისა და შემდგომი, ეტაპობრივი გადახდის სქემებზე საუბარი შესაძლებელია“, – გაანცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა და ეკონომიკის მინსიტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ამოქმედების პოსტკრიზისული გეგმის პრეზენტაცია გამართა.