საგარეო საქმეთა სამინისტროს წლიურ შემაჯამებელ შეხვედრაზე მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველომ 2021-2027 წლების საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგის შემუშავება დაიწყო .
„საქართველომ დაიწყო მუშაობა 2021-2027 წლების საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგზე. მნიშვნელოვანი ძალისხმევა იყო მიმართული უვიზო მიმოსვლის სრულყოფილად ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. ჩვენი მუშაობის შედეგია ზუსტად ის, რომ გამოქვეყნდა ევროკავშირის ანგარიში, სადაც დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის შესრულების პროცესი და ის ძალისხმევა, რომელიც ქვეყანამ გაიღო უვიზო ვიზალიბერალიზაციის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზალკალიანმა.