პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის კანცელარიაში მიზნობრივი დახმარების პროგრამის შესახებ პრეზენტაციას მართავს.
მისი თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიონერებს 2021 წლიდან ყოველწლიურად, გარანტირებულა მინიმუმ 20 ლარით, ხოლო 70 წელს გადაცილებულს 25 ლარით გაეზრდება პენსია.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებელით, რაც ფაქტობრივად უზღვევს ფასების ზრდას პენსიონერებს, პენსიის სახით. ეს კრიტიკულად მნიშვნელოოვანია სოციალური მდგრადობის შენარჩუნების თვალსაზრისით და ამასთან ერთად, 70 წელს გადაცილებული პენსიონერები გარდა ინფლაციის პროცენტული ზრდისა ეკონომიკური ზრდის 80%-ით მიიღეებენ პენსიის ზრდის შესაძლებლობას. რაც ნიშნავს იმას, რომ 2021 წლიდან გარანტირებულად, ყოველწლიურად პენსიონერებს მინიმუმ 20 ლარით, ხოლო 70 წელს გადაცილებულს 25 ლარით გაეზრდება პენსია. ეს არის ქვედა ზღვარი, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს თითოეულ ჩვენ პენსიონერს უზღვევს ინფლაციის რისკებს. ამას კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა აქვს, რამეთუ ჩვენ პენსიონერების დიდი ჯგუფი გვყავს და სოციალური მდგრადობის კუთხით ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პენსიონერებზე ზრუნვის გარკვეული მექანიზმები საკანონმდებლო დონეზე იქნება გამყარებული.