2022 წელს საქართველოდან EU-ში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 81%-ით გაიზარდა – ანგარიში

პუბლიკა

„2022 წელს გასულ წელთან შედარებით საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 81%-ით გაიზარდა” – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს წარუდგინა.

მაშინ, როცა თავშესაფრის მოთხოვნაზე 2021 წელს 14 635 განაცხადი იყო შეტანილი, 2022 წელს ეს რიცხვი 26 450-მდე გაიზარდა.

2021 წლის მონაცემებთან შედარებით, 87%-ით, 11 695-დან 21 910-მდეა გაზრდილი საქართველოს იმ მოქალაქეების რიცხვიც, ვინც ევროკავშირის წევრ რომელიმე ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება.

ამასთან, 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნების საზღვრებიდან 3 970 ქართველი გააბრუნეს. 50%-ით, 16 275-მდე გაიზარდა მათი რიცხვი, ვისი საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილებაც მიიღეს, 7 760 მათგანი იმავე წელს გამოაძევეს ევროკავშირიდან”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

დოკუმენტი 18 ოქტომბრით თარიღდება. ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში ევროპარლამენტისა და ევროპულ საბჭოსთვის ეს ევროკომისიის რიგით მეექვსე ანგარიშია.