2022 წელს ტურიზმიდან საქართველომ 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო - სააგენტო

პუბლიკა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2022 წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 3, 516, 634, 479 აშშ. დოლარი.

მათივე ცნობით, საქართველოში 2022 წელს 5.4 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.

„2022 წელს  2019 წელთან შედარებით  საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების  71.9%,  ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების 58 % აღდგა.

გასულ წელს  გასულ  წელს ჯამში საქართველოში 5,426,903 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2021 წელთან შედარებით +188.5%-ით მეტია.

2022 წელს  ქვეყანაში 3,652,949 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს  +131.6%-ით აღემატება.

ტურიზმის აღდგენის დინამიკით გამოირჩეოდა 2022 წლის დეკემბერი. ამ პერიოდში საქართველოში   564,656 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც  2019 წლის მონაცემის 84.6% აღდგენაა, 2021 წელთან შედარებით კი ზრდა  +216.9%-ია“, – ამბობენ სააგენტოში.