2022 წლის 6 თვეში სამუშაო ადგილზე 15 ადამიანი დაიღუპა და 138 დაშავდა – „ღირსეული შრომის პლატფორმა“

პუბლიკა

„ღირსეული შრომის პლატფორმა“ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს სამუშაო ადგილზე გარდაცვალებისა და დაშავების შემთხვევების შესახებ.

მათი ინფორმაციით, 2022 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში სამუშაო ადგილზე 15 ადამიანი დაიღუპა და 138 დაშავდა.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში, საშუალოდ, 1 სამუშაო კვირის განმავლობაში დაახლოებით 6 დასაქმებული იღუპება/იღებს დაზიანებას სამუშაო ადგილზე.

„მითითებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მცირე გაუმჯობესებების მიუხედავად, საქართველოში კვლავ საგანგაშო მდგომარეობაა.

განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა თბილისსა და იმერეთში, სადაც მძიმე მრეწველობის არაერთი სამუშაო ადგილია კონცენტრირებული.

სწორედ ამ რეგიონებში ფიქსირდება სამუშაო ადგილზე გარდაცვალებისა და დაშავების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რაც აჩვენებს, რომ ამ რეგიონებში შრომის უსაფრთხოების დაცვა შრომის ინსპექციისგან დამატებით ყურადღებას საჭიროებს“, – ნათქვამია „ღირსეული შრომის პლატფორმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.