2023 წლიდან საჯარო სკოლის მასწავლებელთა ხელფასი 125 ლარით გაიზრდება - ხუციშვილი

პუბლიკა

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2023 წლიდან საჯარო სკოლის მასწავლებელთა და მანდატურთა ხელფასი 125-125 ლარით გაიზრდება.

მისი თქმით, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბიუჯეტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 290 მლნ ლარზე მეტით.

მისი თქმით, ასევე, 10%-ით იზრდება საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები. ასევე, იზრდება პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება 15-დან 18 ლარამდე.

„ვიწყებთ 500-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციასა და მშენებლობას, რისთვისაც 2023 წელს გათვალისწინებულია 300,0 მლნ ლარამდე. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში, შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების გაზრდა 100 ლარის ოდენობით“, – განაცხადა ხუციშვილმა.