ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.
მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია და მომდევნო წლიდან საჯარო სექტორში ხელფასები 10%-ით გაიზრდება, გარდა ჯარისკაცებისა და პოლიციელებისა, სადაც ხელფასების 20%-იანი ზრდაა გათვალისწინებული.
როგორც მან აღნიშნა, ბიუჯეტთან ერთად, წარმოდგენილია შრომის ანაზღაურების მარეგულირებელი კანონმდებლობის ცვლილება, რომლის მიხედვითაც მომდევნო წლებში საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა, დაკავშირებული იქნება კერძო სექტორში ხელფასების ზრდასთან. ამასთან, კანონი განსაზღვრავს, რომ საჯარო სექტორში საშუალო ხელფასმა არ უნდა გადააჭარბოს კერძო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 90%-ს.